არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ინგლისურ ენაში საინტერესო შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
29-11-2019
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-2 კლასში ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი დარეჯან უგლავა ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. სასწავლო პროცესში მეორე კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. მათთვის შიდა დაკვირვების გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.