წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუსიკის კლას-კაბინეტში სტანდარტული გაკვეთილი ჩაუტარდათ
28-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მუსიკის კლას-კაბინეტში V კლასის მოსწავლეებს სტანდარტული გაკვეთილი ჩაუტარდათ.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მუსიკის კლასკაბინეტში Vგ კლასის სტანდარტული გაკვეთილი პედაგოგმა მაკა ჟორჟოლიანმა ჩაატარა თემაზე: „ ჯადოსნური ფლეიტა" - ვოლფანგ ამადეუს მოცარტი.

„აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ჩატარდა მაღალ აკადემიურ დონეზე, ყველა მოსწავლე იყო მობილიზებული. ორგანულად ერთმანეთზე შერწყმულმა აქტივობებმა განაპირობა გაკვეთილის წარმატება. საკლასო ოთახში ჟღერდა მოცარტის მუსიკა. გამორჩეული იყო რესურსების სიმრავლით, თავად პედაგოგმა შეძლო ფლეიტაზე დაკვრა“,- ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203