ჟებოტის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს - „პროგრამირება უფასოდ, ყველასთვის, ყოველთვის“ გაეცნენ
28-11-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის ჟებოტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხანის აკადემიის პროექტი გააცნეს.
სკოლის წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეები გაეცნენ ხანის აკადემიის პოექტს - „პროგრამირება უფასოდ, ყველასთვის, ყოველთვის“.
პროექტის მიზანია ყველა მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს პროგრამირება. ამ პროექტს მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.