ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მანოლი კირკიტაძის ხელმძღვანელობით შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, განჯალის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელთან - მანოლი კირკიტაძესთან ერთად გააცილეს შემოდგომა. ამასთან დაკავშირებით წარმოადგინეს პატარ-პატარა სიუჟეტები, წარმოსთქვეს ქართულ ენაზე ლექსები,იმღერეს და ფოთლებისაგან შექმნეს ლამაზი მხატვრული კომპოზიციები. მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა წელიწადის ამ ლამაზ დროზე-შემოდგომაზე.
იხილეთ ფოტოები