ქვედა გორას საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი ჯგუფის წევრებმა გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს
28-11-2019

ვანის მუნიციპალიტეტის ქვედა გორას საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი ჯგუფი სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობს.

„კეცხოველის ჯგუფი გაემგზავრა ექვსკურსიაზე, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების 3;5;10;15; და17 მიზნებს,  სადაც მათ მოინახულეს გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი, ისაუბრეს თავად პოეტის შემოქმედებაზე, მათი თანმხლები პედაგოგის ქალბატონი ნატო ლომიძის ხელმძღვანელობით. მათ ახლდათ სკოლის დირექტორი ბატონი დავით ხურციძე, უცხო ენის პედაგოგი ქალბატონი  სოფიკო ბუბაშვილი და ჯგუფის კურატორი სოფიო გამრეკლიძე.

მოსწავლეებმა ასევე არქეოლოგიურ მუზეუმში მოინახულეს ახვლედიანების გორაზე აღმოჩენილი ექსპონატები, მათ ამოიცნეს ისტორიაში შესწავლილი სიძველეები. უმეტესობამ აღნიშნულ გზაზე პირველად ნახა ეს მნიშვნელოვანი ადგილები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...