გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ამოქმედდა, რომელშიც რვა მოსწავლე და ორი მასწავლებელია ჩართული.
ეკოკლუბი მონაწილეობს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ში“.
ეკოკლუბის მიზანია, წვლილი შეიტანოს ისეთი გლობალური მიზნების მიღწევაში, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გენდერული თანასწორობის მიღწევა, წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვა, დედამიწის ეკოსისტემების მოფრთხილება, ტყეების გონივრული მართვა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის ამოცანაა: კლუბის თითოეული წევრი ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში.
იხილეთ ფოტო