ახალციხის N7 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დავშირებით, სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე ხის, ქაღალდის, თექის, მუყაოს და სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
გამოფენის პარალელურად, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ - მოხატეს სკოლის ეზო, ერთმანეთს შეეჯიბრნენ მძლეოსნობაში, შაშსა და ტენისში.
გამოფენა დაათავლიერეს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სამცხე-ჯავახეთის მულტიდისციპლინარული გუნდის წარმომადგენლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.