შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ნოემბერში ჩატარებული მასწავლებელთა გამოცდების: სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების (I-VI), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების გასაგებად უნდა გადახვიდეთ
ბმულზე
აპლიკანტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეგიძლიათ. ამისთვის მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოთ ნომერზე:
93333 - მომსახურების საფასური 50 თეთრია.
იხილეთ ასევე: გამოქვეყნდა მასწავლებელთა გამოცდების კიდევ 4 საგნის შედეგები: დაწყებითი საფეხური, ქართული, როგორც მეორე ენა, მუსიკა და მათემატიკა (I-VI) მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდების 12 საგნის შედეგები უკვე ცნობილია