გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ნარჩენებისაგან დამზადებული ნაკეთობების“ გამოფენა დაათვალიერეს
28-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლა პროექტს - მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ შეუერთდა. 31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა, პროექტის ფარგლებში განმახორციელებელი გუნდის მიერ მოეწყო ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული.

გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კვირეულის ფარგლებში მოწყობილი „ნარჩენებისაგან დამზადებული ნაკეთობების“ გამოფენა ქუთაისში.

მოსწავლეებს ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი ხელმძღვანელობდა.

„დიდი მადლობა ქალაქ წყალტუბოს მერს ბატონ გრიგოლ იოსელიანს, რომელმაც დააფინანსა მოსწავლეთა ტრანსპორტირება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...