მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
28-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი ორი წელია თანამშრომლობს ორგანიზაცია ქალთა ოთახთან“. მათი რეკომენდაციით, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციამ (წარმომადგენელია ნინო ხარხელაური) კლუბ მაის წევრები შეარჩია, რათა ითანამშრომლონ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში კლუბის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები (5 თვის განმავლობაში). მოსწავლეები ისწავლიან დეკორატიული ბაღის მოვლას და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ სათბურსა და მარნეულში არსებულ სკვერებში. 

მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაგეგმილ ღონისძიებებში.

გარემოსდაცვითი კლუბისა და აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენელთან შეხვედრას უმასპინძლა ორგანიზაცია „ქალთა ოთახმა“.

მარადისის საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ  „საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზნებს. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...