იანეულის სკოლაში ისტორიის, ქართული და უცხო ენის ფილოლოგიის კათედრამ შიდა სასკოლო კონკურსი მოაწყო მხატვრულ კითხვაში.
კონკურსში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონკურსი მხატვრული კითხვის ტრადიციის აღდგენას, ამ ჟანრში ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად.
ჟიურიმ სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. პირველ ადგილს მეგი კალანდაძე დაეუფლა, მეორე ადგილი ნინო კუჭაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ ვაჩეიშვილი გავიდა. სამივე ადგილზე გასული მოსწავლე საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.