
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი“ მონაწილეობდნენ.
კამპანიაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ აქტიურობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტექნოლოგიების საკითხებს და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
იხილეთ ფოტო