
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის ეზოში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ქვევრი აღმოაჩინეს.
„ქვევრი, შრომისმოყვარე და პროფესიონალი ადამიანების დახმარებით, უვნებლად ამოთხარეს. ამ განძის სანახავად მოვიწვიეთ ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბატონი იულონ გაგოშიძე. ეს სკოლა დათა ბაგრატიონის ნასახლარზეა აშენებული. სავარაუდოდ, ნაპოვნი ქვევრიც მისი საკუთრება იქნებოდა“,-განმარტავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები