izrune.ge-ს თანამოაზრე შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა - სიახლე მთელი საქართველოსთვის
27-11-2019

სიახლე მთელი საქართველოსთვის! - პროექტის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ თანამოაზრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა.

სპეციალურად თქვენი შვილებისთვის კითხვები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მომზადდა. კითხვების მომზადებაში ასევე ჩართულები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქუთაისის 78 გამორჩეული პედაგოგი.

პროექტის მიზანია - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტური და დროული ამოქმედება.

izune.ge-ზე ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ დღეა. არ გამოგრჩეთ 28 ნოემბერი!

„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ტესტების გავლა ყველა იმ მოსწავლეს შეუძლია, ვინც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია izrune.ge-ში.

„მოქაალქეობრივი აზროვნების განვითარება – გზა ევროპისკენ!“ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“, izrune.ge-ს  და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203