ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
27-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ხელოვნება დაგვიამებს ტკივილებს“ ფარგლებში ჩატარებული აქტივობებით შეგროვებული თანხით პროდუქტები შეიძინეს და სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უსინათლო გოჩა მამალაძეს დაეხმარნენ.
„მოსწავლეებმა მას მიანიჭეს უსაზღვრო სიხარული თანადგომითა და მის მიმართ გამოჩენილი უდიდესი სითბოთი. გოჩამ მოსწავლეებს გადაუხადა გულითადი მადლობა. აღნიშნა, რომ მას სიცოცხლის ხალისი შეემატა მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით“, -ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს