ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხო სკოლის მოდელი ინერგება
27-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხო სკოლის მოდელი ინერგება.
სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის მიერ უსაფრთხო სკოლის მოდელის დანერგვის მიზნით ბავშვთა დაცვის მიმართულებით მასწავლებლებისთვის 5-დღიანი ტრენინგი გაიმართა.
აღნიშნულ ინიციატივაში ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლისა და ვალის N2 საჯარო სკოლები ჩაერთნენ.
გადამზადება ძალადობისაგან დაცული სკოლის პროგრამის შესახებ სულ 37-მა მასწავლებელმა გაიარა.
ტრენინგს მოწვეული ტრენერები, ნინო ყიფიანი და ლელა კლდიაშვილი უძღვებოდნენ.
ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობაა.