ქედლების საჯარო სკოლის გუნდი ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსის საუკეთესო სამეულში მოხვდა
27-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ქედლების საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეთა გუნდი „არწივები“ კონკურსის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

კონკურსი აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუში“ ჩატარდა.  

კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა და მასში დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასები მონაწილეობდნენ.

ქედლების საჯარო სკოლის ჯგუფს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზერიკო ბერიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203