ჭოგნარის საჯარო სკოლაში პროექტი - „წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“ განხორციელდა
27-11-2019

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის  საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტი „წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“ განახორციელეს.

მოსწავლეებს პედაგოგი სოფიო ელიავა ხელმძღვანელობდა.

„თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოსწავლეებში, ერთგვარად, შეანელა ინტერესი კითხვისა და წიგნიერებისადმი. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში  გაეღვივებინა  წიგნისადმი სიყვარული.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში,  დიდი ინტერესით და სიყვარულით შექმნეს  ბუკლეტები და დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები. მათ, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები, თუ  რატომ უნდა უყვარდეთ კითხვა და წიგნი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა  თავიანი ხელით შექმნილი კედლის გაზეთი  გამოფინეს   საკლასო ოთახში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203