საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
27-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეები და და ჩოხოსანთა კლუბ „დიდგორის“ წევრები ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი ჯოლიას, ვიოლეტა კაკულიას, ციალა გაბელაიას და ლიანა თოფურიას სახლში ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.