ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ბერკაცაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ოთარ ჩხეიძის სახელობის, ყელქცეულის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, ქეთევან ბერკაცაშვილმა, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს წარმატებას ულოცას და მორიგ წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203