რამდენი მასწავლებელი დარეგისტრირდა გარე დაკვირვებაზე?
01-12-2019

უფროსი მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 ათასზე მეტმა პედაგოგმა გაირა - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიაწოდა.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის N254 ბრძანების შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთათვის რეგისტრაციის ვადად 2019 წლის 12-17 ნოემბერი განისაზღვრა. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ვადაში რეგისტრაცია გაიარა 4 166 უფროსმა მასწავლებელმა“, - აღნიშნულია საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მასწავლებლები გარე დაკვირვების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაიგებენ.

ცნობისთვის, გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირებს რეგისტრაციის გავლა 12 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203