
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილები თამაშის ელემენტების გამოყენებით უტარდებათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს კაბინეტ-ლაბორატორიები, შესაბამისი რესურსები, მოსწავლეები, მასწავლებლის დახმარებით, ცდილობენ ექსპერიმენტები დაგეგმონ და ჩაატარონ, მოიძიონ და მოიტანონ ცდებისთვის საჭირო რესურსები.
„როცა სწავლის პროცესი სახალისოა, მასში ჩართვა ყველა მოსწავლისთვის სასურველი და შედეგის მომტანია. თამაშით სწავლების ელემენტის დამატებამ ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილები სახალისო გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ ლემშვენიერას საჯარო სკოლას არ აქვს კაბინეტ-ლაბორატორიები, შესაბამისი რესურსები, მოსწავლეები, მასწავლებლის დახმარებით, ცდილობენ ექსპერიმენტები დაგეგმონ და ჩაატარონ, მოიძიონ და მოიტანონ ცდებისთვის საჭირო რესურსები. ამგვარად ახსნილი გაკვეთილები დასამახსოვრებელი და გასაგებია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები