„სპორტი და გურულები“ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
27-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის, „სპორტი და გურულები“ ფარგლებში, სხვადასხვა ატივობები განხორციელდა.

სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპორტულ-გასართობ შეჯიბრ „მხიარულ სტარტებში“.

პროექტის ხელმძღვანელმა პედაგოგმა - მერაბ სიხარულიძემ სამიზნე ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია სპორტის გავლენის შესახებ, თუ როგორ აისახება ადამიანის შრომისუნარიანობასა და საქმიანობის შედეგებზე სპორტული აქტივობა.

მოსწავლეებს აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ქართველი ბორჯღალოსნები“, ასევე პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო მსოფლიოს ცნობილ სპორტსმენთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს  თემატური კონფერენცია სახელწოდებით „თავისუფალი არჩევანი: მავნე ჩვევა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი?“

პროექტში ასევე გათვალისწინებული იყო  საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება თემაზე: „სპორტის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში და მათი გავრცელება თემში“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203