აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული მოეწყო
27-11-2019
ილია ვეკუას სახელობის, აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული - „ენა არ გვაწყენს არც ერთი“ მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა როგორც აფხაზურ, ისე ქართულ კალიგრაფიაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართვით ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გუშინ, დღეს, ხვალ...“
კონკურსმა - „ვინ მეტი აფხაზური სიტყვა იცის“ ჟიურის წევრებს თავსატეხი გაუჩინა.
„აფხაზური ენის წრის ხელმძღვანელი, ხატია ზაქარაია, III-VI კლასის მოსწავლეებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აფხაზური ენისადმი სიყვარულს ორი წელია უნერგავს, რისი შემაჯამებელი აკორდი იყო ეს საოცარი კონკურსი“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს