კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
27-11-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში პრეზენტაციები წარადგინეს.

პრეზენტაციის თემები იყო: „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ და „ამერიკის შეერთებული შტატების ტრადიციული დღესასწულები“.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული აქტივობის განხორციელებაში, მოიძიეს ინფორმაცია,  შექმნეს  კედლის გაზეთები და პრეზენტაციით წარსდგნენ კლასისა და  პედაგოგების წინაშე.

თემები იყო საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული.

პროექტს ფასილიტაციას უწევდა ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია იობაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203