ტურცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასში აქტივობებით დატვირთული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა სამოდელო გაკვეთილზე შესანიშნავი შედეგი აჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. ისინი  ცდილობდნენ მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები.

გაკვეთილი  დაგეგმა და ჩაატარა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა შორენა აკოფაშვილმა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მსვლელობისას  ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი როლური თამაშები იყო, რომლის დროსაც მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენები რეალური ცხოვრებიდან (ვაჭრობა ბაზარში და ვაჭრობა სუპერმერკეტში). 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203