წვირმის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა
27-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის, წვირმის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის, სოფია ქუხილავას ინიციატივით მკითხველთა კლუბი ჩამოყალიბდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბი სასწავლო წლის ბოლომდე იფუნქციონირებს და თვეში ერთხელ მოაწყობს შემაჯამებელ შეხვედრას.

მოსწავლეები ბევრ საინტერესო თემას შეეხებიან, წაიკითხავენ, განიხილავენ, გააკეთებენ პრეზენტაციებს, მოაწყობენ გაცვლით პროექტებს და აიმაღლებენ ზოგად ცოდნას. კლუბის მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარება და წიგნიერების დონის ამაღლებაა. პირველი შეხვედრა შედგა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ალბერტ აინშტაინზე, ჩარლი ჩაპლინზე, ანა ფრანკზე , დედა ტერეზაზე, მარია მონტესორიზე, მარო მაყაშვილზე და სხვებზე. პირველი შეხვედრის თემა იყო თავისუფალი და მოსწავლეებმა ისაუბრეს და მოამზადეს ფოტო და ვიდეოკოლაჟი მათთვის გამორჩეულად საინტერესო ადამიანებზე.წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებელს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203