გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს
27-11-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 და გორელოვკის N1 საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთის ორი მატჩი ჩატარდა.

გოგონათა და ვაჟთა გუნდებში საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები გაერთიადნენ.

თამაშები გორელოვკის N3 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა (გოგონათა გუნდი - 4:0, ვაჟთა გუნდი 4:0). 

აღნიშნული სკოლების სპორტის მასწავლებლები საშა კალმიკოვი და თამაზ ნიქაცაძე ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ ორივე გუნდს. მათივე განცხადებით, მომავალშიც მზად არიან შეხვედრების ორგანიზებისთვის, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა დამეგობრებას, მოტივირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203