სათემოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
27-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სათემოს საჯარო სკოლის ორ პედაგოგს - წამყვანი მასწავლებლის, ერთ პედაგოგს კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.  სკოლის კიდევ ექვსი პედაგოგი გარე დაკვირვების გავლას ელოდება.

სათემოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პედაგოგიური წინსვლის პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული. 

სკოლაში  ფუნქციონირებს საწრეო ჯგუფები, დაგეგმილია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვადასხვა სოციალური პროექტები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203