გამოქვეყნდა მასწავლებელთა გამოცდების კიდევ 4 საგნის შედეგები: დაწყებითი საფეხური, ქართული, როგორც მეორე ენა, მუსიკა და მათემატიკა (I-VI)
27-11-2019
შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგების კიდევ ერთი ნაწილი გამოქვეყნდა. დღეს 4 საგნის შედეგები გახდა ცნობილი. 

გამოცდაში მონაწილე აპლიკანტებს შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ქართულის, როგორც მეორე ენის, მუსიკისა და მათემატიკის (I-VI) ტესტირების შედეგებს გაეცნონ.

შედეგების გასაგებად უნდა გადახვიდეთ ბმულზე . აპლიკანტებს  შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეგიძლიათ.  ამისთვის  მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოთ ნომერზე: 93333 - მომსახურების საფასური 50 თეთრია.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდების 12 საგნის შედეგები უკვე ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203