სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს
სკოლა-ლიცეუმ "ცოდნაში" სამოქალაქო განათლებაში ღია გაკვეთილი გაიმართა. გაკვეთილს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ანა ანუშიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნასწავლი მასალის ცოდნა, დებატების კულტურა, ანალიზისა და მსჯელობის უნარები გამოავლინეს.
ღია გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა სკოლა-ლიცეუმის მეცხრეკლასელებმა მიიღეს.
იხილეთ ფოტოები