ბანოჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მიიწურა შემოდგომა“ ჩატარდა
27-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ბანოჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მიიწურა შემოდგომა“ ჩატარდა. 

ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს სკოლის სპეციალურმა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა, ასევე მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. 

ღონისძიების მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული მოსწავლეთა თვითმმართველობაც. 

„სცენას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ყვითელი ფერის სიჭარბემ და შემოდგომის ჭირნახულმა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203