
მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მარნეულის მერს, ზაურ დარგალს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის ურთიერთთანამშრომლობა და სამომავლო გეგმების შემუშავება იყო.
მარნეულის მერმა მოუსმინა მოსწავლეებს და ყველა იმ აქტივობის განხორციელებაში, რომლებსაც კლუბი დაგეგმავს, მხარდაჭერა აღუთქვა.
ზაურ დარგალმა ისაუბრა გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ პრობლემებზე მარნეულის რაიონში, მან მოსწავლეებს გააცნო, თუ რა კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად დღეს და რა იგეგმება სამომავლოდ. მარნეულის მერი განიხილავს, აგრეთვე, გარემოსდაცვითი კლუბის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანს მოიცავს და რომელიც მოიაზრებს სხვა სკოლების ჩართვასაც გარემოსდაცვით საქმიანობებში.
აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-17 მიზანს (თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის). პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.