„ახალგაზრდები მთისთვის“ - ეცერის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
27-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის, ეცერის საჯარო სკოლაში პროექტის - „ახალგაზრდები მთისთვის“ დასკვნითი ეტაპი განხორციელდა.

პროექტის მიზანი მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა თემში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების(კოშკის, ტაძრის, მაჩუბის) აღწერა და დასურათება იყო.

ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემის ყველა ღირსშესანიშნაობა აღწერეს და ორგანიზაციას მიაწოდეს.

გაიმართა პროექტის პრეზენტაციაც. მონაწილეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203