ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „სტოპ ხმაური“ განახორციელეს
27-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „სტოპ ხმაური“ მუშაობა დაასრულეს.
მოსწავლეებმა პროექტი საინტერესოდ წარმოადგინეს, სხვა მოსწავლეებს გააცნეს, რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისათვის უსარგებლო ხმაურს, გააკეთეს ბუკლეტები და კედლის გაზეთი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი აზრი გამოთქვეს, გაიმართა დისკუსიაც.
პროექტის ხელმძღვანელი ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, ნინო ანთაძე, იყო.