
ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე გორში იმყოფებოდნენ. კლასს დამრიგებელი ლელა კვენიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა უფლისციხე მოინახულეს.
„მოსწავლეებიც და მშობლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ გამოქვაბულებს, აფთიაქს, დილეგს, დარბაზებს, აღშფოთდნენ მსხვერპლთშეწირვის რიტუალით, ცდილობდნენ ქცევის წესების დაცვას პირობითი ნიშნების დახმარებით. ხალისით, ენერგიულად დადიოდნენ უძველესი ადამიანების ნაკვალევზე უფლისციხეშიც და გორის ციხეზეც. მოეწონათ მინი ზოოპარკი გორის პარკში, სადაც დიდი დათვი ბავშვების შეძახილებზე რეაგირებდა.
მოსწავლეები პარკში გაერთნენ ატრაქციონებზეც. სასადილოდ ესტუმრენ რესტორან „ნაჭარმაგევს“. აქ მოხიბლულან აუზის ლამაზ-ლამაზი ბინადრებით, სასიამოვნო გარემოთი და უგემრიელესი ხინკლით. დღის ბოლოს ნახეს ფილმი „ავატარი“ 3D. შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ სახლებში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები