პირმისაანთკარის სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ტრადიციულად მოსწავლეთა ნახატების გამოფენით აღნიშნეს
პირმისაანთკარის სკოლაში ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აქ მოსწავლეთა ნახატების გამოფენით და ასფალტზე ხატვით აღინიშნა.
დღის მეორე ნახევარში ბავშვებმა თბილისის ღირშესანიშნაობები მოინახულეს და ზოოპარკს ეწვივნენ. აქტივობებს ხელოვნების მასწავლებელი ლალი ოდიშელიძე უძღვებოდა.
''ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ვუსურვებთ უდარდელ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს. ჩვენს სკოლაში ამ დღეს ტრადიციულად ნახატების გამოფენით ვიწყებთ. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. მოსწავლეებმა თემატური ნახატები წარმოადგინეს. შემდეგ თბილისის ზოოპარკს ვესტუმრეთ. ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
იხილეთ ფოტოები