ხუცუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე რეგიონის 35 წარმატებულ პედაგოგს შორისაა
26-11-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუცუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნაირა ჟიჟავაძე, რეგიონის 35 წარმატებულ პედაგოგს შორის მოხვდა და მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით დაჯილდოვდა.
წარმატებულ პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდოები აჭარის მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გადასცა.
ხუცუბნის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებელს კარიერულ წინსვლაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს