„სიკეთე გადამდებია“ - ცხრამუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადასცეს
26-11-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის საჯარო სკოლაში პროექტი „სიკეთე გადამდებია“ განხორციელდა. მოსწავლეებმა მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტები გადასცეს.

პროექტში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.

„მოსწავლეებს სიხარულით მოჰქონდათ პროდუქტები, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები. ისინი სოფელ ცხრამუხაში მცხოვრებ დემურაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და თავიანთი მოგროვილი საჩუქრები მიუტანეს.

დემურაშვლების  პატარა ოჯახის წევრები ძალიან გახარებულები და კმაყოფილები დარჩნენ.

ამ პროექტის მიზანი იყო მოზარდებში სიკეთის კეთების სურვილიის გაღვივება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203