დიმის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნების მიმართულებით ორი წრე ფუნქციონირებს
26-11-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნების მიმართულებით ორი წრე აქტიურად ფუნქციონირებს.
„2019 წლის 1 სემესტრიდან დიმის N2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნების წრეები „ხატვა და ძერწვა“ და „ქართული ხუროთმოძღვრება“. წრეების ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი ცირა ლომინაძეა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები წრეების ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.