მარადისის საჯარო სკოლაში „მოსავლის ფესტივალი“ ჩატარდა
26-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის  მარადისის  საჯარო სკოლაშიმოსავლის  ფესტივალი“ ჩატარდა.

ფესტივალს სტუმრობდნენ  გარემოსდაცვითი კლუბის  პარტნიორი ორგანიზაციების („მარნეულის ახალგაზრდული იდეა“, „მარნეულის ქალთა ოთახი“) წარმომადგენლები,  მერიისა  და  კულარის საბჭოს წევრები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები (ახალი დიოკნისის სკოლა, შულავრის სკოლა, კასუმლოს სკოლა).  ფესტივალს  ესწრებოდა,  აგრეთვე, კინოსკოლის წაემომადგენელი.  

ფესტივალისთვის  საგანგებოდ მოირთო სკოლის ტერიტორია,  სადაც აქტივობებისთვის  განკუთვნილი  აქსესუარები განთავსდა.   გამოიფინა  სოფლის  მეურნეობის  პროდუქტები (ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი,  სალათის ფოთლები, ბადრიჯანი, ჩინური კომბოსტო  რომლებიც  სოფლის მოსახლეობამ კლუბს საჩუქრად გადასცა), ხელნაკეთი ნივთები, ნაქსოვები,  ნაქარგები, ქოთნის ყვავილები,  მწნილები  და სხვა.   

ფესტივალი რამოდენიმე   აქტივობას მოიცავდა:  დასუფთავება, კონცერტი, რომელიც  გაჯერებული იყო  ბუნების თემატიკით,  „მხიარული  სტარტები“  სპონტანურად შექმნილი გუნდების  მონაწილეობით,  კინოჩვენება (დოკუმენტური  ფილმი სოფლად ცხოვრების და  სოფლების დაცლაზე  მოუთხრობდა  მაყურებელს). გამოფენილი  პროდუქციის, მათ შორის, დღის საკვებისა და მოსწავლეთა  ნამუშვრების გაყიდვა და გამწვანების აქცია.  

ფესტივალი,  გარემოსდაცვითი  აქტივობების განხორციელების  გარდა,  ქველმოქმედებასაც  ისახავდა მიზნად. 

გარემოსდამცველებმა 400 ლარის შეგროვება შეძლეს. აღნიშნული თანხა გადაეცა მარნეულის მუნიციპალიტეტის მარეთში მცხოვრები 14 წლის  ბიჭის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ მძიმედ დაავადებული ბავშვის  ერთადერთი მარჩენალი ბებიაა, რომელსაც არათუ სამკურნალო, შვილების რჩენისათვის  საჭირო  თანხაც არ აქვს.  

ღონისძიება  გარემოს მდგრადი  განვითარების  1-ლი, მე-2, მე-3, მე-12, მე-15, მე-17 მიზნების  განხორციელებაში  მცირეოდენი წვლილის შეტანას ემსახურება. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203