გეგუთის N1 სკოლის მკითხველთა კლუბ ''გონიერისა'' და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მკითხველთა კლუბის ინიციატივით ონორე დე ბალზაკის ''შაგრენის ტყავის'' განხილვა გაიმართა.
მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ნაწარმოების გმირებზე ისაუბრეს, დახატეს სიუჟეტები წაკითხულის მიხედვით.
შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის მკითხველთა კლუბმა გეგუთის სკოლას საჩუქრად წიგნი გადასცა.
ამავე პროექტის ფარგლებში, გეგუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომელი მეორე კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ის ბავშვებს წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, აჩვენა ილუსტრირებული გამოცემები და სამომავლოდ მოსწავლეები ბიბლიოთეკაში მიიწვია.