ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის წრის მეცადინეობებში დიდი ინტერესით არიან ჩართული
26-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მათემატიკის წრის ფარგლებში თემაზე - „მონაცემების გამოთვლა დიაგრამისა და პიქტოგრამების საშუალებით“ მეცადინეობა ჩატარდა.
მეცადინეობას მე-5 -მე-7 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თემას დიდი ინტერესით მოეკიდნენ და მონაცემები კომპიუტერის საშუალებით გამოთვალეს.