
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vგ კლასში ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ხელოვნებაში თემაზე: „იმპრესიონისტი მხატვრები“.
კლასის დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანია, საგნის პედაგოგი კი - ნარგიზა შავგულიძე.
მოსწავლეებმა, მოძიებული მასალის საფუძველზე, მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნეს ნახატები. ბოლოს მოეწყო ნახატების გამოფენა.
„გამოვლინდა, რომ დიდია ინტერესი და სიყვარული ხელოვნების მიმართ. მასწავლებელი მოსწავლეებს დაჰპირდა, რომ მომდევნო გაკვეთილს ჩაატარებს სკოლის მიმდებარე ტყეში და მოსწავლეები, წამიერი შთაბეჭდილებითა და გარემოზე უშუალო დაკვირვებით შექმნიან ნახატს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები