
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირინე ბრუნჯაძემ, მენტორის სტატუსი მოიპოვა.
„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ ირინე ბრუნჯაძეს, მენტორის სტატუსს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.