„გასროლა კაჟიანი თოფით“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
26-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თეატრალურმა დასმა „ოტიაური“ სპექტაკლი  -„გასროლა კაჟიანი თოფით“ დადგა. პრემიერამ ანშლანგით ჩაიარა.

„დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავაა, რომლის დიდი სურვილი და იდეა იყო სკოლაში გვყოლოდა თეატრელური დასი.

რეჟისორ ტატო პატარიძის ხელმძღვანელობით დაიდგა ოტია იოსელიანის პიესა „გასროლა კაჟიანი თოფით“. მხატვარი იყო თ.კაკაბაძე.

სცენა დაიპყრეს მე-11 კლასის (გ.საღარეიშვილი, ლ.ბენიძე, ე. ბენდელიანი, ნ. რობაქიძე); მე-12 კლასის (გ.ტუსკაძე) და მე-9 კლასი (ა.ბენიძე) მოსწავლეებმა. (განათება ინა ხელაია, მუსიკალური გამფორმებელი ლიზი ლონდარიძე).

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ღრმად გაითავისეს თავიანთი როლები და განცდით მიიტანეს მაყურებლამდე.

ამ დღეს უამრავი სტუმარი სტუმრობდა სკოლას, იყო აპლოდისმენტები, შეძახილები, შეფასებები. მათ წარმატებები და დიდი სცენის დაპყრობა უსურვეს თეატრალურ დას „ოტიაურს“.

მოგეხსენებათ, რომ სულ სხვაა თეატრი, სცენაზე გადატანილი რეალობა, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსენელზე, ყველას უღვიძებს ინტერესს, კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ კონკრეტული ავტორის შემოქმედება“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203