
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლის დაწყებით კლასში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
„დილიდანვე იყო შექმნილი სადღესასწაულო განწყობა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ საშემოდგომოდ მორთული ოთახი მიმზიდველი და შთამბეჭდავი ყოფილიყო. იქვე მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.
პატარები ათასგვარი საქებარი სიტყვით, ლექსით, ცეკვით თუ გამოცანით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მშობლები და მასწავლებლები აღფრთოვანებული დარჩნენ პატარების ნიჭიერებით.
მრავალი გიორგობა და შემოდგომის ზეიმი აღნიშნულიყოს სოფელ ჯვარაში და სრულიად საქართველოში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები