
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ მეოთხე წელია ჩართულია გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
გუნდი აქტიურად ასრულებს პროექტის შესაბამის აქტივობებს. ამჟამადაც, მათი ინიციატივით, მოეწყო ერთობლივი ტური ტყიბულის რაიონში, რომლეშიც ჩართული იყო ვარძიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი და ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
მათ გაიარეს ტურისტული მარშრუტი ტყიბული- ცხრაჯვარი და ნახეს გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი.