წილკნის სკოლამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წილკნის სკოლის უფროსკლასელებმა ღონისძიება გამართეს. ამ ღონისძიებით მათ პატარებს 1-ლი ივნისი მიულოცეს.
უფროსკლასელები ამ დღის დაგეგმვაზე დიდხანს მუშაობდნენ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მათ საცეკვაო ნომრები დადგეს და უმცროსკლასელთა მოწონებაც დაიმსახურეს. ლექსების მხატვრული შესრულება განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პატარებისთვის. ღონისძიებაში უმცროსკლასელებიც აქტიურად ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები