იყალთოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
26-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

მოსწავლეები ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში იმყოფებოდნენ და ამ აქტივობის მიზანი კითხვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

„მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში დახვდათ განახლებული გარემო. მათ გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, გაიმართა დისკუსია.  

მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნსა და მის დანიშნულებაზე, განიხილეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები, გაეცვნენ ბიბლიოთეკაში არსებულ მათთვის საინტერესო ლიტერატურას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებს დამრიგებელი ნატალია გიგოლაშვილი ხელმძღვნელობდა და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე - ლელა დედაბრიშვილი მასპინძლობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203